




ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - Generation 2 რძის ბუნებრივი საწველი თავსახურით უზრუნველყოფს რძის მარტივად, უმტკივნეულოდ და სრულყოფილ გადმოდინებას. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. სადგამის დახმარებით საწველი მჭიდროდ ემაგრება ზედაპირს და ხელს უშლის საწველიდან რძის გადმოდინებას, ხოლო თავსახური იცავს რძეს დაბინძურებისგან.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე და მოითავსეთ მკერდზე, წნევის შესაქმნელად მსუბუქად მოუჭირეთ ხელი ძირზე და დააფიქსირეთ. დაფიქსირების შემდეგ დააბრუნეთ საწველის თავი თავდაპირველ მდგომარეობაში.
უსაფრთხოება:
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.