საკონტაქტო ინფორმაცია
შპს "მომი"
ს/ნ 406336264
მისამართი: ქ. თბილისი, მოსკოვის გამზირი 50ა
ტელეფონის ნომერი: 551105561
ელ ფოსტა: info@momy.ge
დაბრუნების და გაცვლის პოლიტიკა
მომხმარებელს უფლება აქვს დისტანციურად (ონლაინ) ნივთის შეძენის შემთხვევაში უარი თქვას და უკან დაუბრუნოს ნივთი, საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 14 დღის ვადაში.
ამ შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა მიმართოს მომის გუნდს, გაუგზავნოს მას შევსებული ფორმა ან სხვა ცალსახა მტკიცებულება და ამ შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 7 დღისა დაუბრუნოს საქონელი. კანონით გათვალისწინებულ რიგ შემთხვევებში, ნივთის უკან დაბრუნება გამორიცხულია. მეწარმე სუბიექტებს/იურიდიულ პირებს არ აქვთ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.
დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა შეავსოს სპეციალური ფორმა, სადაც შეტანილი იქნება შემდეგი სახის ინფორმაცია: შეძენის თარიღი, სახელი, გვარი, შეძენის დოკუმენტის ნომერი, დაბრუნების მიზეზი და გადაგზავოს მომის დისტანციური სამსახურის ელ. ფოსტაზე: info@momy.ge, ან კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის შეტყობინებების ველში.
მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს გადახდილი თანხა, დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.
ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს.
ნივთის უნაკლო, გაყიდვამდელი მდგომარეობა დადასტურდება დაბრუნების პუნქტის, მიერ ნივთის კომპანიისათვის გადმოცემის მომენტში.
ნივთის დაბრუნების პუნქტანდე ტრანსპორტირება უნდა მოხდეს მომხმარებლის ხარჯებით, კერძოდ მომხმარებელი თავად ააანაზღაურებს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯს.
თანხის უკან დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშსწორების ფორმით, რითიც ისარგებლა მომხმარებელმა, თანხის დაბრუნება მოხდება იმავე პიროვნების/მოქალაქის ანგარიშის ნომერზე, ვინც მოახდინა გადახდა გარდა იმ შემთხვევისა, თუ მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება.
თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური(ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.
დაბრუნების მომენტში მომხმარებელს აუნაზღაურდება სრულად ნივთში მის მიერ გადახდილი თანხა.
ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით.