


მიმოხილვა: Haakaa - Generation 1 რძის ბუნებრივი საწველი სპეციალურად შექმნილია რძის მარტივად, კომფორტულად და უმტკივნეულოდ გამოწველისთვის. ეს პატარა, დახვეწილი მოწყობილობა იდეალური გამოსავალია ლაქტაციაზე მყოფი ქალბატონებისთვის, რადგან არ მოითხოვს ზედმეტი დროის დათმობას. პორტატული დიზაინი კომფორტულს ხდის მის გამოყენებას მოგზაურობისას. მოსახერხებელი ფორმის გამო საწველი გამოყენებისას თითქმის არ იგრძნობა, იცავს გაჟონვისგან და მარტივად სუფთავდება.
შემადგენლობა: საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა: პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია ყოველი გამოყენების შემდეგ. გამოყენებამდე რეკომენდებულია სტერილიზაცია ორთქლის სტერილიზატორით ან პროდუქტის ადუღებულ წყალში დაყოვნებით, 2-3 წუთის განმავლობაში. მიზანშეწონილია მხოლოდ ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლით წმენდა, რომ არ დაზიანდეს საწველის ზედაპირი. არ გამოიყენოთ ულტრაიისფერი სტერილიზატორები, ასევე სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
რჩევა: რძის ნაკადის გასაძლიერებლად გადაკეცეთ საწველის თავი მის ყელამდე, მოათავსეთ მკერდზე და დააბრუნეთ თავი საწყის მდგომარეობაში, საწველზე ხელის მოჭერით გამოწველეთ რძე.
უსაფრთხოება: დაზიანების შემთხვევაში არ გამოიყენოთ პროდუქტი.
შენახვის პირობები: ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.