


ზოგადი მიმოხილვა:
პრემიუმ ნაკრები მოიცავს აუცილებელ პროდუქტებს, რომლებიც ახალშობილის ზრდის ყველა ეტაპზე გამოიყენება, ნაკრებში შემავალი პროდუქტები ამარტივებს და კომფორტულს ხდის ბავშვის კვებას, რძის მოგროვებას და შენახვას. თითოეული კომპონენტი თავსებადია Gen.3 ბოთლთან.
უზრუნველყოფს რძის უმტკივნეულოდ და სრულფასოვნად გამოდინებას. საწველის მრავალფუნქციური ფორმა სრულად თავსებადია Gen.3 თაობის სხვადასხვა ნაწილებთან. რძის ბუნებრივი საწველის თავი მარტივად ნაცვლდება ანტიკოლიკური საწოვარით, რომელიც ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. მოსახერხებელი და პორტატიული დიზაინი კი, კომფორტულს ხდის მის გამოყენებას, როგორც ყოველდღიური გამოყენებისას, ასევე მოგზაურობისას.
თავსებადია Gen.3 პროდუქტების სხვადასხვა ნაწილებთან. ბოთლის საწოვარა მარტივად ნაცვლდება რძის ბუნებრივი საწველის თავით, საკვები კოვზით და თავსახურით. ბოთლს მოყვება ნელი ნაკადის საწოვარა, რომელიც გამოიყენება 0-3 თვემდე ბავშვებში.
უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული საწრუპი თავსებადია Gen.3 ბოთლთან, უსაფრთხოდ გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან და არ აღიზიანებს პირის ღრუს. მილის ბოლოში დამაგრებული სიმძიმისა და დრეკადი ფორმის დახმარებით უმარტივებს ბავშვს სითხის სრულად მიღებას.
თავსებადია Gen.3 ბოთლთან და სპეციალურად შექმნილია დედებისთვის, რომელთაც სურთ პატარების გამოკვება მარტივად და კომფორტულად, დამატებით კონტეინერისა და კოვზის გარეშე, რის გამოც პრაქტიკულია მისი გამოყენება გადაადგილებისას. ჯვარედინი ჭრილი უზრუნველყოფს ბოთლიდან, როგორც სითხის, ისე ფაფის მარტივად გამოდინებას, ხოლო სითხის ნაკადის დარეგულირება შესაძლებელია მცირე წნევით. გამოიყენება ბავშვებში 6 თვიდან.
დამზადებულია 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. საწოვარას აქვს ნელი ნაკადი და განკუთვნილია 0-3 თვემდე ბავშვებისთვის.
დამზადებულია 100% სამედიცინო ხარისხის სილიკონისგან და სპეციალურად შექმნილია Gen. 3 ბოთლებისთვის. ანტიკოლიკური საწოვარა ანატომიური სიზუსტით იმეორებს დედის მკერდის ბუნებრივ ფორმას და ხელს უშლის არასასურველი ჰაერის ნაკადის მოხვედრას ბავშვის ორგანიზმში. საწოვარას აქვს ცვალებადი ნაკადი და გამოიყენება 6 თვიდან.
იდეალურად ერგება რძის ბუნებრივ საწველს და უზრუნველყოფს დაცვას, მოულოდნელი რძის დაღვრისგან.
თავსებადია Gen.3 ბოთლებთან. მისი დახმარებით ბოთლზე მყარად ფიქსირდება ნაკრებში შემავალი კომპონენტები, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის გამოყენებას 5 სხვადასხვა დანიშნულებით.
თავსებადია Gen.3 ბოთლებთან, იცავს სილიკონის ნაწილებს მტვრისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.
შემადგენლობა:
გამოყენება და მოვლა:
აუცილებელია პროდუქტის გასუფთავება გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა ნაზი ჯაგრისით ან ღრუბლის დახმარებით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში.
რძის ბუნებრივი საწველის გამოყენება:
სილიკონის საბავშვო ბოთლის გამოყენება:
უსაფრთხოება:
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.