



ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - ბავშვის ფრჩხილის მოვლის ნაკრების გამოყენებით ფრჩხილების მოვლა გაცილებით სწრაფი, მარტივი და ეფექტურია. პროდუქტის ერგონომიული ფორმა ამცირებს დისკომფორტისა და დაზიანების რისკს, ხოლო LED განათება და დაბალი ხმა, უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გამოყენებას, ბავშვის მშვიდი ძილის დარღვევის გარეშე. თავაკები ადვილად მაგრდება პროდუქტზე და ბრუნავს, როგორც საათის ისრის მიმართულებით, ისე საწინააღმდეგოდ. წნევის რეგულირებადი სიჩქარე უზრუნველყოფს ფრჩხილების უსაფრთხო და მოხერხებულ მოვლას. პროდუქტი განკუთვნილია, როგორც ახალშობილების, ასევე მოზრდილების ფრჩხილის მოვლისთვის. თითოეული თავაკის ასაკთან შესაბამისი ფერი მითითებულია შეფუთვაზე. ქეისი ხელს უწყობს ნაკრების უსაფრთხო შენახვას და კომფორტულს ხდის მის ტრანსპორტირებას.
შემადგენლობა:
აკრილნიტრილბუტადიენური სტირენი, პოლიპროპილენი, ზოგადი დანიშნულების პოლისტირონი, ზუმფარას ქაღალდი, 500mAh Li-ion ელემენტი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავებამდე დარწმუნდით, რომ აპარატი გამორთულია. ფრჩხილის მოვლის ნაკრების გაწმენდა რეკომენდებულია მშრალი, რბილი ქსოვილით ან ყურის ჩხირით, რათა არ დაზიანდეს ზედაპირი. ნაკრების არც ერთი კომპონენტისთვის არ არის მიზანშეწონილი ქიმიური ხსნარების, წყლის ან აბრაიული საწმენდის გამოყენება.
მაშინ როცა აპარატი 0 მაჩვენებელზეა, ის გამორთულია.
R1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
R2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით მძლავრად
L1 - სიჩქარე 1 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ნაკლები სიმძლავრით
L2 - სიჩქარე 2 - აპარატი ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მძლავრად
გთხოვთ გაითვალისწინოთ: იმ შემთხვევაში, თუ ბრუნვის სიჩქარე შემცირებულია ან შუქი აღარ ინთება, აუცილებელია ელემენტების შეცვლა. ელემენტების შეცვლამდე დარწმუნდით, რომ გადამრთველი გამორთულ მდგომარეობაშია.
გაფრთხილება!!!
აპარატის გამოყენებისას, მბრუნავი თავაკები არ გააჩეროთ ერთსა და იმავე ადგილას ხანგრძლივად, რათა თავიდან აიცილოთ ფრჩხილის დაზიანება ან ტკივილი.
უსაფრთხოება:
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.