



ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - სილიკონის 360° კბილის ჯაგრისი მშობელს საშუალებას აძლევს ადრეული ასაკიდანვე განუვითაროს ბავშვს ჯანსაღი ჩვევები და შეუნარჩუნოს პირის ღრუს ჯანმრთელობა ზრდასრულ ასაკშიც კი. იგი ნაზად წმენდს და ამასაჟებს პატარას კბილებსა და ღრძილებს. სხვა სტანდარტული საბავშვო ჯაგრისებისგან განსხვავებით, 360°-იანი ჯაგრისი უზრუნველყოფს კბილების სრულყოფილ და ეფექტურ გასუფთავებას. სილიკონის ბარიერი უსაფრთხოს ხდის ჯაგრისის გამოყენებას ბავშვებში, ხოლო სადგამი უზრუნველყოფს მის სუფთად, მიკრობებისგან დაცულ შენახვას.
Haakaa-ს კბილის ჯაგრისი იდეალური არჩევანია მშობლებისთვის, რომლებიც ზრუნავენ თავიანთი პატარების ჯანმრთელ ჰიგიენურ ჩვევებზე.
შემადგენლობა:
საკვები ხარისხის სილიკონი
გამოყენება და მოვლა:
პროდუქტის გასუფთავება აუცილებელია გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ. რეკომენდებულია ხელით, თბილ, საპნიან წყალში გარეცხვა. სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ პროდუქტი ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
გაფრთხილება!!!
კბილის პასტა გამოიყენეთ კბილების ამოსვლის შემდეგ, მცირე რაოდენობით. მნიშვნელოვანია იყოს უსაფრთხო და ბავშვებისთვის განკუთვნილი.
უსაფრთხოება:
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.