



ზოგადი მიმოხილვა:
Haakaa - ცხვირის საბავშვო ასპირატორი - სწრაფად, ნაზად და ეფექტურად ხსნის სუნთქვის გაძნელებით გამოწვეულ დისკომფორტს. ერთი ღილაკის დახმარებით არეგულირებს შეწოვის სიძლიერეს, ასუფთავებს სასუნთქ გზებს და უმარტივებს პატარას სუნთქვას. ასპირატორი უზრუნველყოფს უწყვეტ შეწოვას და არ ახდენს სითხის უკუდინებას ნესტოში. მოყვება უმაღლესი ხარისხის სილიკონისგან დამზადებული, 2 განსხვავებული ფორმის თავაკი, რომლებიც არ აღიზიანებენ ბავშვის ნაზ კანს. შესაბამისი ფორმის თავაკის შერჩევით, პროდუქტი გამოიყენება ჩვილებში და 12 თვიდან ბავშვებში. ნაკრებში შემავალი საწმენდი ჯაგრისით მარტივად ასუფთავებს ასპირატორს, ხოლო ქეისი ხელს უწყობს პროდუქტის ჰიგიენურ შენახვას.
შემადგენლობა:
გამოყენება და მოვლა:
გასუფთავებამდე ასპირატორი გამორთეთ დენის წყაროდან და განაცალკევეთ სილიკონის კომპონენტებისგან. სილიკონის კომპონენტები, შემაგროვებელი კონტეინერი და სატუმბი მილი გაწმინდეთ საწმენდი ჯაგრისის დახმარებით, თბილ, საპნიან წყალში. სატუმბი მილის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ არ არის რეკომენდებული ასპირატორთან დიდი რაოდენობით წყლის წვეთების მოხვედრა, რადგან მოწყობილობა არ არის წყალგამძლე და შესაძლოა დაზიანდეს.
სილიკონის თავის, ფილტრის და შემაგროვებელი კონტეინერის სტერილიზაციისთვის გამოიყენეთ ორთქლის სტერილიზატორი ან დააყოვნეთ ადუღებულ წყალში 2-3 წუთის განმავლობაში. არ გამოიყენოთ სარეცხი საშუალებები ან ტაბლეტები, რომლებიც შეიცავენ მათეთრებელს.
დამუხტვის ინსტრუქცია:
პირველად გამოყენებამდე დამუხტეთ ბოლომდე. მოწყობილობა აღჭურვილია led ინდიკატორით, რომელიც აინთება მისი დატენის საჭიროების შემთხვევაში. სრულად დამუხტვის შემთხვევაში, რომლისთვისაც საჭიროა დაახლოებით 2 საათი და 50 წუთი, ასპირატორზე აინთება სამივე მაჩვენებელი.
რჩევა: რეკომენდებულია დასამუხტად გამოიყენოთ USB კაბელი, რომელიც მოყვება პროდუქტს. თუ ასპირატორს არ იყენებთ ხშირად, დატენეთ თვეში ერთხელ, რათა შეინარჩუნოს ბატარეამ სიმძლავრე. არ გამოიყენოთ პროდუქტი დამუხტვის პროცესში. თუ USB კაბელი დაზიანებულია, შეწყვიტეთ გამოყენება.
ინსტრუქცია:
რჩევა: მიაქციეთ ყურადღება შემგროვებელ კონტეინერს, თუ მიაღწევს MAX ნიშნულს, გამორთეთ და დაცალეთ კონტეინერი, სანამ გააგრძელებთ გამოყენებას.
დარწმუნდით, რომ ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ. პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ნაზალური გამოყენებისთვის და ბავშვებისთვის არ შეიძლება ასპირატორის დამოუკიდებლად გამოყენება.
გამოყენება:
უსაფრთხოება:
შენახვის პირობები:
ინახება გრილ, მშრალ, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. ბასრი ნივთებისგან, ბავშვებისგან და ცხოველებისგან მოშორებით.